Collectors.ge მომხმარებელთა კმაყოფილებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და უზრუნველყოფს პროდუქციის დაბრუნებისა და გაცვლის გამჭვირვალე პოლიტიკას.

დაბრუნების პირობები

მომხმარებელს უფლება აქვს პროდუქცია დააბრუნოს შეძენიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ:

  • პროდუქცია არის დაუზიანებელი;

  • შენარჩუნებულია ორიგინალი შეფუთვა;

  • არ აღენიშნება გამოყენების კვალი.

დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯები ეკისრება მომხმარებელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქცია მიღებულია დაზიანებული ან არასწორი.

გაცვლის პროცედურა

გაცვლა შესაძლებელია სხვა პროდუქტზე ან იმავე პროდუქტის განსხვავებულ ვარიანტზე, ღირებულების სხვაობის გათვალისწინებით. დაბრუნებისა და გაცვლის შეთანხმება ხდება წინასწარ, ელფოსტის მეშვეობით: Info@collectors.ge.

რეკომენდებული გვერდები:
ანგარიშსწორება | ტრანსპორტირება | წესები და პირობები